ფილმის შესახებ :
ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელს საწუწუნო არაფერი აქვს. მას ყველაფერი გააჩნია – მშვენიერი სამსახური, მოსიყვარულე ცოლი და პატარა ქალიშვილი. მოკლედ ცხოვრება კი არა ნამდვილი ამერიკული ოცნებაა.. მაგრამ ერთ დღეს ეს იდილია ირღვევა – ვიღაც ფსიქოპატი კლავს მის ცოლ–შვილს... ახლა მაქსს მხოლოდ შურისძიება ამოძრავებს. მაგრამ მისი გეგმა იმით რთულდება,რომ მას მკლელობაში დაადანაშაულებენ და მასზე ნამდვილი ნადირობა ცხადდება.ასეთ სიტუაციაში მაქსს არაფერი აქვს დასაკარგი და იგი მზადაა გაარკვიოს ყველა საიდუმლო,რომელიც მის ოჯახის განადგურებასთან არის დაკავშირებული და სანატრელი შურისძიებით დატკბეს...
ფილმის შინაარსი: დიდებულ რომის იმპერიაში არ იყო მხედარმთავარი, რომელიც გენერალ მაქსიმუსს შეედრებოდა. დაუმარცხებელი ლეგიონები, რომლებსაც ეს კეთილშობილი მებრძოლი ხელმძღვანელობდა, მას აღმერთებდნენ და მას ჯოჯოხეთშიც კი გამოყვებოდნენ. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მამაცი მაქსიმუსი, რომელიც მზადაა შეებრძოლოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სამართლიან ბრძოლაში, აღმოჩნდა უძლური ცბიერი ნტრიგების წინ. გენერალს უღალატეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. საოცრებით სიკვდილს გადარჩენილი, მაქსიმუსი გლადიატორი ხდება.
ყველასთვის საყვარელი მულტფილმის Toy Story-ს თამაში. თქვენ ხართ ერთ-ერთი მთავარი გმირი ბაზ ლაითერი. ეს თამაში არის გამოკეთებული სონი ფლეისთეიშენ 1 დან, იმავე გრაფიკით და იმავე ყველაფრით.